ზუგდიდში, ცენტრში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში ყაჩაღები შეიჭრნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალში იმყოფებიან მძევლები. ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერი, გიორგი შენგელიაც. მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური გზა. ფილიალის გარშემო შეკრებილი არიან მოქალაქეები. გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა და ორჯერ გაისმა სროლის ხმა. ამასთან, ფილიალში არიან ბანკის თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები. თუმცა ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
-