This is a specific ad

“ზრდასრული მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა“ – შემზარავი ამბავი კასპის მუნიციპალიტეტში

60

Another advertisement

კასპის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ ბავშვების მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ზრდასრულმა მამაკაცმა ბავშვები სოფლის ცენტრში აჩხუბა და ვიდეო გადაუღო – შემთხვევა სოფელ ფერმაში მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა. შედეგად მცირეწლოვანმა ბავშვმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო.ცნობისთვის, როგორც ფერმაში ამბობენ, მამაკაცმა დანაშაული ოჯახებს შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე ჩაიდინა.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მუსლიმური სამყარო ხვალ ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს
Öncəki yazı
როგორი იქნება საუდის არაბეთის 8-მილიარდიანი მცურავი ქალაქი