This is a specific ad

ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

58

Another advertisement

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს და შეერთებულ შტატებს ყველა იმ დახმარებისთვის, რასაც ისინი უკრაინას უწევენ, რაც უკრაინელების სიცოცხლეს იცავს და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ეხმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზელენსკიმ ბაიდენს მოკლედ მოახსენა უკრაინაში, განსაკუთრების ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება. მან ასევე აშშ-ის პრეზიდენტს გამარჯვების გეგმა გააცნო.

Sonrakı yazı
აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 1-ელ იანვრამდე გაახანგრძლივა
Öncəki yazı
ჯანმო: ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული