Another advertisement
უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე წინ მიიწევენ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში 3 კილომეტრით წაიწიეს წინ და კიდევ ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
„ჩვენ ავიღეთ კიდევ 2 დასახლებული პუნქტი. აქტიური მოქმედებები გრძელდება კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტთან“ – აღნიშნა ზელენსკიმ.