This is a specific ad

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

69

Another advertisement

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „დასავლელმა კურატორებმა უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი დააყენეს“.

„ეს უკიდურესად ამაზრზენს ხდის სიტუაციას, რომ ეთნიკური ებრაელი იფარავს ნაციზმის ჰეროიზაციას და მათ, ვინც ოდესღაც უკრაინაში ჰოლოკოსტს მეთაურობდა, ეს კი, მილიონ-ნახევარი ადამიანის განადგურებაა. და ეს ყველაზე კარგად ესმით ისრაელის რიგით მოქალაქეებს. ნახეთ, რას ამბობენ ინტერნეტში“, – განაცხადა პუტინმა.

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რას ამბობენ ისრაელის მოქალაქეები ინტერნეტში.

ცნობისთვის, ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის „ებრაელ მეგობრებზე“ დაყრდნობით თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ებრაელი კი არა, ებრაელი ხალხის სირცხვილია“.

მოგვიანებით პუტინის სიტყვებს უკრაინის მთავარი რაბინი მოშე რუვენ აზმანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის და უკრაინის მთელი ებრაული საზოგადოება ამაყობს და მხარს უჭერს ზელენსკის.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
İspaniya polisi evləri qarət edən Gürcüstan vətəndaşlarını saxlayıb
Öncəki yazı
Dünyaya verə biləcəyimiz dəyərlərimiz