This is a specific ad

ვინ არის 15 წლის გოგოს მიერ მოკლული ტაქსისტი და რა მოხდა წუხელ ხაშურში

65

Another advertisement

შიდა ქარ­თლში, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 74 წლის ზუ­რაბ ლაშ­ხი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს.

მო­ზარ­დის თქმით, მა­მა­კაც­მა მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა სცა­და და თავ­დაც­ვის დროს მოხ­და მკვლე­ლო­ბა.

“და­კა­ვე­ბულ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად გა­აც­ნო­ბი­ე­რა მომ­ხდა­რი. ტაქ­სისტს არ იც­ნობ­და, იმ დღეს შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, ამი­ტომ ის, რომ წი­ნან­დე­ლი წყე­ნა ან რა­ი­მე არ­სე­ბობ­და, არ ყო­ფი­ლა. ეს იყო შემ­თხვე­ვით მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი. ბავ­შვიც ამ­ბობს და კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს, რა უნ­დო­დათ იქ, იმ ად­გი­ლას.

15 წლის გო­გო­საც რომ ეთ­ქვა და­ვუშ­ვათ, რომ იქ წა­მო­იყ­ვა­ნეო, მო­წი­ფუ­ლი მა­მა­კა­ცი რომ ხარ და ბავ­შვი გი­ზის მან­ქა­ნა­ში, ხომ უნდა ჰკი­თხო, რა­ტომ მი­დის იმ ად­გი­ლას”, – ამ­ბობს “პირ­ვე­ლებ­თან” სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი.

შემ­თხვე­ვა გუ­შინ ღამე, ხა­შურ­სა და სუ­რამს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მი­ნის ქარ­ხნის და­სახ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი “ტაქ­სის“ მძღო­ლად მუ­შა­ობ­და.

მომ­ხდა­რის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად რამ­დე­ნი­მე ვერ­სია სა­ხელ­დე­ბა. მათ შო­რის, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ად­გი­ლი ჰქონ­და გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბას, თუმ­ცა მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბის ან რა­ი­მე სა­ხის შე­საძ­ლო ზე­წო­ლას გა­მო­რი­ცხა­ვენ.

ასე­ვე, კი­დევ ერთი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვა­ცია შე­საძ­ლოა, ძარ­ცვა ყო­ფი­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სუ­რამ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და.

შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2009 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. ყ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1950 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ლ.- ს, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ყ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı
Sonrakı yazı
“Gürcü arzusu” Tbilisi nümayəndələrini təqdim etdi
Öncəki yazı
ოთხზე მოსიარულე თურქულმა ოჯახმა მეცნიერები საგონებელში ჩააგდო