This is a specific ad

ვიმედოვნებთ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით – პაველ ჰერჩინსკი

48

Another advertisement

ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში გრძნობენ, მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის ზონა უნდა გაფართოვდეს სხვა ქვეყნებშიც, რაც მისივე თქმით, საქართველოსაც მლოიცავს.

„ევროკავშირი არის ჭეშმარიტად წარმატებული მშვიდობიანი პროექტი. 70 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ევროკავშირის საშუალებით ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და კეთლიდღეობა ყველა წევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის ეს ზონა, ეს ოჯახი უნდა გაფართოვდეს სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც აკაკუნებენ ჩვენ კარზე. ეს მოიცავს საქართველოს. ჩვენ მივიღეთ ძალიან რთული, მაგრამ მამაცი გადაწყვეტილება, მოგესალმოთ ევროკავშირში. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული პირობების შესაბამისად მოხდება. სამწუხაროდ, გასული წელი დაიკარგა. იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო მიახლოვებოდა ევროკავშირს, მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, დააჩქარეს საჭირო რეფორმები. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით“, – აღნიშნა ელჩმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება – შალვა პაპუაშვილი
Öncəki yazı
მაშველებმა სახლში მარტო დარჩენილი 4 წლის ბავშვი გადაარჩინეს