This is a specific ad

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვა

16

Another advertisement

ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ საქართველოს პოპულაციის 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებში გაუშვა. ტერიტორაზე მეთვალყურეობას განახორციელებს. უწესრიგო ნადირობების შედეგად ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობისთვის. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაციის ზრდა და ბუნებაში გაშვება ხდება.​ 2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
წლევანდელი ზაფხული რუსი დამსვენებლების დიდმა ნაწილმა აფხაზეთში გაატარა
Öncəki yazı
ეს ბზარი იყო აქ?!” – “რიკოთის მთები” ანუ… დაბზარული სახლები და ცხოვრება მეწყერთან ერთად! – რა ხდება მშენებარე ავტობანზე