This is a specific ad

ველი ყარაჩაილი – აზერბაიჯანელი პოეტი – წარმოშობით საქართველოდან

99

Another advertisement

ველი ყარაჩაილი – აზერბაიჯანელი პოეტი – წარმოშობით საქართველოდანაა, დაიბადა და გაიზარდა დმანისის რაიონში, ამჟამად ბაქოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. მისი ლექსები გამოირჩევა, უბრალოებით, სიკეთის ქადაგებითა და სამშობლოსადმი (როგორც აზერბაიჯანისადმი, ასევე საქართველოსადმი) უსაზღვრო სიყვარულით. გარდა პოეტური შემოქმედებისა ეწეცა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც, ბაქოს ერთ-ერთი დიდი და ძირძველი რაიონის – საბუნჩის  რაიონის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარეა. 

დმანისში სუფევს

ნაღდი სამოთხე, ღვთისგან ნაკურთხი

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

ბუდე ხოხობის, არწივის, შურთხის

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

თავისსა მხარეს აქებენ სხვანი,

უნდა დავიცვათ ფუძე და სხვენი.

ქართველისა და თურქის აკვანი

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

აქ კაცი კაცობს, ქალია ქალი,

არვის უჭირავს სხვისაზე თვალი.

ადამის მოდგმის პირველი კვალი

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

მოგონებებით ო, რარიგ ვთბები,

მამულისაკენ მიდიან გზები.

თოვლდაუმდნარი ზაფხულშიც მთები

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

ბრძენი პაპების სიტყვა აქ ხარობს,

ცხვრის ფარა ჰფარავს ფერდობს და კალოს.

ზუმრუდის ფერი წანწკარა წყარო

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

მამულს ამშვენებს თურქი ლამაზი,

ქართველი ქალი ამაყი, ნაზი,

ათასწლოვანი ჩონგური, საზი

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

გაზაფხულის ჟამს ხამს წყალდიდობა,

აქ სიყვარულით იციან თრობა,

ეჭვშეუვალი, ძირძველი ძმობა

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

ნისლი ედება დაბლობებს, ველებს,

ნალები სცვივათ ტაიჭებს, ცხენებს…

ნექტარი, ფჭას რომ აავსებს მერე

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

ვისაც ლხინად აქვს სამშობლოს ლხინი,

ლუკმას გაგიყუფს, მოგართმევს სინით,

მამულისათვის სიკვდილის ჟინი

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

მისმა სწავლულმა, პოეტმა იცის,

რა სჭირს სნეულს და გული რად იწვის.

ნაღდი დიდება მშობლიურ მიწის

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს.

 

მე იმან მშობა და მყო სვე სრული,

აღორძინდება, ველი, მამული.

მოსიყვარულე ნამდვილი გული

ჩემს სამშობლოში, დმანისში სუფევს!!

20.09.2015.

 

 

 

საქართველო

თავს გწირავენ შვილები

ათასობით წელია.

არ მოგირჩა ჭრილობა,

ისევ სისხლის ფერია.

 

მტერს კვლავ თვალი გაურბის

შენი მიწა-წყლისაკენ.

ფარად აღვიმართებით,

და ვერაფერს გიზამენ.

 

შურს იძიებს ქაქუცას

სული მტერზე, იცოდე.

აფხაზეთში მტრის მხედარს

მყის ჩაუხშობს საწადელს.

 

ოსი ძმები, ასულნი

ვით მოსწყვიტეს ფუძესა.

გული ვერ გაიხარებს

თუ შიგ დარდი უძევსა.

 

ტარიელი მოვა და

მხარს აუბამს ქაქუცებს.

ვინც შენ დაგყო, იგი მათ

დაჰყოფს, დაანაკუწებს.

 

გმირი ხალხი ბოროტსა

მოსპობს, ვითარც წინანდელს.

საქართველოვ, შენი მზე

გაბრწყინდება, ინათებს!

  1. 07. 2024

 

 

 

რკინის მუშტი*

ერთად ვართ და ყოველ ჟამს

ვიცით მამულს ვინ იცავს.

ჩვენ ერთი გვაქვს მარადის

ჭირიცა და ლხინიცა.

 

შევიკარით მუშტივით

და დიადი მიზანი

დავისახეთ თავისით.

სამშობლოს რომ უჭირდა

იარაღი ავისხით.

 

იარაღი ცეცხლს აფრქვევს

ზნე თავისას არ იშლის.

თურქს ეძმობა ყოველთვის

უდინი და თალიში.

 

ვენაცვალე ლეკ ძმასა,

ჩვენ ბრძოლაშიც ერთად ვართ.

როგორც შაჰ დაღს, დედებსაც

თავზე ათოვს თეთრადა.

 

ყიჟინას სცემს ავარი,

წახურმაც ძმად მიგულოს.

მხარს მიმაგრებს ქართველი,-

მომხდურს უტევს ინგილო.

 

მალაკანი და რუსი

გამოგყვება ჯარივით.

მამულის მტერს ვაჟკაცი

აღუდგება ფარივით.

 

ჩემი ქურთი ვაჟკაცი

უდრეკია თათივით.

გახლავთ ციხე სიმაგრე

ყარაბახი მნათი ცით.

 

ებრაელიც შვილივით

თავს შეგწირავს, მამულო.

ხინალიღიც შენს გამო

ჭმუნავს, არ მხიარულობს.

 

გიცავს რუთულელი და

ყიჟინას სცემს ასური.

იბრძვის ბუთუქლელი და

ერგუჯელი კაცური.

 

შენთვის ხელაღმართულნი

ლოცულობენ ბოშანი.

აღორძინდეს სამშობლო,

აფრიალდნენ დროშანი.

 

ჩვენ შენს გამო მამულო,

ვაჟკაცები დავკარგეთ.

ეს სომხური სიხარბე

გადავფარეთ სიკეთით

სივრცეებში ნაქარგით.

 

ყარაბახში მომხდურებს

შევუტიეთ ამალით.

და მათივე სანგარი

მტერს ვუქციეთ სამარაედ.

 

ჩემს ტოლერანტ სამშობლოს

სულ უფალი დაიცავს!

გაუმარჯოს, დიდება

დედა აზერბაიჯანს!

24.10.2020.

 

*ლექსში მოხსენიებულია აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები და მათი

Kateqoriya: Maraqlı, Region
Sonrakı yazı
Moskva kütləvi PUA hücumuna məruz qalıb – VİDEO
Öncəki yazı
აშშ-ს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტობა, არ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი – ობამა