This is a specific ad

ვეგანური დიეტა აუმმჯობესებს ჯანმრთელობას

64

Another advertisement

ახალი კვლევის მიხედვით, ვეგანური დიეტა სულ რაღაც 2 თვეში ინსულინის დონის დაწევას, წონის კლებასა და იმ ცილების რაოდენობის შემცირებას განაპირობებს, რომლებიც გულის დაავადებებთან და ინსულტთანაა დაკავშირებული.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი იდენტური ტყუპების 22 წყვილზე ჩაატარეს, ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. ყველა მათგანის რაციონში ისეთი ჯანსაღი საკვები შედიოდა, როგორიცა ბოსტნეული, ხილი, მთლიანი მარცვლეული, თხილეული და სხვადასხვა მცენარეული პროდუქი. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ერთი ჯგუფი დამატებით ხორცის მცირე ულუფასაც იღებდა.
პირველი 4 კვირის განმავლობაში ორივე ჯგუფს სპეციალურად მომზადებული საუზმე, ლანჩი და სადილი ეგზავნებოდა. ასევე, მკაცრი ინსტრუქციები, რომლითაც ხემსის შერჩევისას უნდა ეხელმძღვანელათ. მომდევნო 4 კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ჯანსაღი საკვების მომზადება უკვე თავად დაიწყეს. მეცნიერთა განცხადებით, მათი მიზანი წონის კლების პროვოცირება არ ყოფილა, ამიტომ ტყუპები იმდენ საჭმელს იღებდნენ, რამდენიც მათ დაანაყრებდათ.

შედეგად, ორივე ჯგუფში გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება დაფიქსირდა, მაგრამ ეს ყველაზე შესამჩნევი სწორედ იმ ჯგუფში აღმოჩნდა, რომელიც ვეგანურ დიეტაზე იყო. მათ ორგანიზმში ინსულინის დონე 20%-ით შემცირდა, ასევე შემცირდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის, ცხიმოვანი მოლეკულების რაოდენობამაც, რომლებიც გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.

ჩვენს ორგანიზმში მათი დონე 100 მგ/დლ-ზე ნაკლები უნდა იყოს. ექსპერიმენტამდე ხორცისმჭამელ ტყუპისცალებში ეს მაჩვენებელი 118.5 მგ/დლ-ს უდრიდა და ის 116.1 მგ/დლ-მდე დაეცა. ვეგანური რაციონის მქონე ინდივიდებში კი 110.7 მგ/დლ-დან 95.5 მგ/დლ-ზე ჩამოვიდა.

კვლევის ავტორთა თქმით ეს შესაძლოა, მეორე ჯგუფში წონის კლებითაც იყოს განპირობებული, რადგან კალორიების რაოდენობა არ კონტროლდებოდა. შესაბამისად, ამ ბიოლოგიურ მექანიზმს პირდაპირპროპორციულად მხოლოდ ვეგანურ დიეტასთან ვერ დავაკავშირებთ, რადგან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორიც ფიზიოლოგიურო ცვლილებებია.

ასევე დაფიქსირდა ვიტამინ B12-ის დონის ოდნავ შემცირებაც, რაც გამოცწვეული იყო ხორცის დეფიციტით, ამიტომ ვეგანურ კვებაზე გადასვლისას ასეთი საჭირო ნივთიერებების, როგორიცაა B12 ვიტამინი, მიღება აუცილებელია. მაშასადამე, სწორი ვეგანური რაციონით ჩვენს ჯანმრთელობას საკმაო სარგებელს მოვუტანთ, ვინაიდან ყოველივე ეს საკმაოდ კარგად აისახება – წონაზე, მათთვის ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვთ, სისხლის წნევაზე, დიაბეტის დროს აუმჯობესებს ინსულინის გამომუშავებას და ეხმარება ორგანიზმს და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მეეცნიერთა თქმით, მცენარეული საკვების თუნდაც ხშირი მიღებაც პოზიტიური შედეგის მომტანია.

Kateqoriya: Sağlamlıq
Sonrakı yazı
Gürcüstanda yanacağın qiyməti ucuzlaşıb
Öncəki yazı
შსს განცხადება “ყოფილი” ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდასთან დაკავშირებით