ვფიქრობ, რომ საქართველოში ჯოზეფ ბორელის დაგეგმილი ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს. ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობას ბევრი დრო არ რჩება, რომ ამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტთან დაკავშირებით ქმედებები განახორციელოს. “ვფიქრობ, რომ ეს [ბორელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი] იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს. ბევრი დრო არ არის. ერთი წლის წინ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ეს 12 პუნქტი მისცა, რომლებიც უნდა შესრულდეს, რომლებიც ქმედებებს მოითხოვენ… და ეს ქმედებები არ განხორციელებულა და ძალიან ცოტა დრო რჩება წლის ბოლომდე, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. და ქართველი ხალხი ძალიან მკაფიო იყო ამაზე, მათ მთავრობას ბევრი დრო არ რჩება, რომ ამ 12 პუნქტზე ქმედებები განახორციელონ. და ვფიქრობ, რომ ჯოზეფ ბორელი აქ იმისთვის ჩამოდის, რომ ნათელი გახადოს მთავრობისთვის. იმედი მაქვს, რომ ის ქართველ ხალხსაც ესაუბრება, ვინაიდან, მთავრობა ხალხს წარმოადგენს, მაგრამ ისე ჩანს, რომ მთავრობისგან ენერგიის ნაკლებობა იგრძნობა იმასთან შედარებით, თუ რა ვნახეთ ქუჩებში ხალხისგან”, – განაცხადა ფარკასმა.
-