ესპანეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფება გამოავლინა, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ჯგუფი, რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე სახლებსა და სხვადასხვა შენობებს ძარცვავდნენ. დაჯგუფება მადრიდში იყო ბაზირებული და ესპანეთის პოლიციის ცნობით ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ.
ქსელი იყოფოდა რამდენიმეკაციან ჯგუფებად, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ, ათობით ობიექტების გაძარცვის შემდეგ კი ტოვებდნენ ტერიტორიას. ქსელი წევრებს აწვდიდა ყალბ დოკუმენტებს, ასევე უსაფრთხო სახლებს, რომლებსაც, როგორც ესპანური მედია წერს, ხშირად აქირავებენ წინამორბედები, რომლებიც, როგორც წესი, წარმოშობით ქართველი ქალები არიან.
ცნობილია, რომ თანხებს ჯგუფის წევრები საქართველოში და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ.