This is a specific ad

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ხვალ დაიწყება

11

Another advertisement

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით, ხვალ, პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება.

ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ”, – იტყობინება გამოცდების ეროვნული ცენტრი.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
როგორ უნდა მოიქცეთ თუ ტანზე ტკიპა შენიშნეთ?
Öncəki yazı
ხელი მოვაწეროთ მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ჩინური ენის განათლების შესახებ – ღარიბაშვილი