This is a specific ad

ერდოღანმა მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენება სთხოვა

36

Another advertisement

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს, – აღნიშნული ინფორმაცია თურქეთის მთავრობის სტრატკომმა დაადასტურა.

სახელმწიფო უწყების ინფორმაციით, მასკმა განაცხადა, რომ თურქული მიმწოდებელი კომპანიები ამერიკულ ავტომწარმოებელთან ისედაც აქტიურად მუშაობენ, რის გამოც, დიდი შანსია, Tesla-ს შემდეგი გიგაქარხანა სწორედ თურქეთში აშენდეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ილონ მასკს შორის საუბარი ნიუ-იორკში შედგა, სადაც თურქეთის პრეზიდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 78-ე სხდომას ესწრება.

შეხვედრის დროს ერდოღანმა აღნიშნა ისიც, რომ თურქეთი მზადაა ილონ მასკთან ხელოვნური ინტელექტის და Starlink-ის პროექტის მიმართულებითაც ითანამშრომლოს.ამერიკული Tesla, ამჟამად, მსოფლიოში ექვს გიგაქარხანას ფლობს, ხოლო მეშვიდეს მექსიკის შტატ ნუევო-ლეონში აშენებს. ჯერ კიდევ მაისში, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალი ქარხნის ადგილმდებაორებას კომპანია წლის ბოლომდე გამოაცხადებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთთან ერთად, ახალი გიგაქარხნის ადგილად, Tesla ინდოეთსაც განიხილავს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Ərdoğan Maskdan Türkiyədə “Tesla” fabriki tikməyi xahiş etdi
Öncəki yazı
Yanacaq yenidən bahalaşır| Son bir ayda benzinin qiyməti 30 tetri bahalaşıb