This is a specific ad

ევრო 2024-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება

28

Another advertisement

ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური სტადია იწყება. დღეს ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, მიუნხენში გაიმართება.

წინა შეხვედრებში მიღებული ბარათების გამო ესპანეთს ვერ დაეხმარებიან რობინ ლე ნორმანდი და დანი კარვახალი. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს ტურნირზე თამაშიდან არცერთი გოლი არ გაუტანია. ნაკრების ანგარიშზე 3 ბურთია, აქედან 2 ავტოგოლი და 1 პენალტი.

ხვალ კი ერთმანეთს უკვე ნიდერლანდები და ინგლისი შეხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 14 ივნისს, ბერლინში გაიმართება.

Kateqoriya: İdman
Sonrakı yazı
გაციების მსგავსი სიმპტომები და ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელი ტკივილები – ქვეყანაში “მეტაპნევმო” ვირუსმა დაიწყო გავრცელება
Öncəki yazı
კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ქვეყანაში გლოვის დღეა