This is a specific ad

ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს – პიტერ სტანო

59

Another advertisement

ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის, პიტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მათ შედეგებს. ისინი ბათილად ითვლება და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგები. რუსეთის ხელმძღვანელობა და ამ უკანონო ქმედებების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. რუსეთის შეჭრიდან და ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ევროკავშირი ხაზს უსვამს თავის პოზიციას, ყირიმი არის უკრაინა“, – წერს სტანო.

ამასთან, როგორც პიტერ სტანო განმარტავს, ომის დასასრულებლად ერთი გზა არსებობს, რომ რუსეთმა გაიყვანოს ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

8 სექტემბერს რუსეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა. ხმის მიცემის პროცესი რუსეთის ფედერაციის 89 შემადგენელი ერთეულიდან 83-ში გაიმართა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ე.წ. არჩევნების შედეგები ბათილია, ხოლო თავად „არჩევნები“ – არალეგიტიმური.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
Öncəki yazı
„ნებისმიერი ადამიანი მას შემდეგ მოხვდება საპარლამენტო სიაში, რაც მოაწერს ხელს ამ განაცხადს“ – რა ინიციატივით გამოდის კოალიცია „ცვლილებებისთვის“