This is a specific ad

ევროკავშირის ელჩის განწყობებზე – რა მოსწონს და რა არა, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ უნდა იაროს – კახა კალაძე

45

Another advertisement

„საარჩევნო ბანერებზე რეალობაა აღბეჭდილი – არ გვინდა ჩვენ ომი და მეორე ფრონტი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეორგოლის სატელევიზიო ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ხომ არ გგონიათ, რომ იმ კონკრეტულმა ტელევიზიებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება? დაავალეს და უთხრეს, ხომ?! ჰერჩინსკის საშუალებით გააჟღერეს ეს დამოკიდებულება, თუ როგორი ცუდია ეს ბანერები. რა არის იმ ბანერებზე? რეალობაა აღბეჭდილი, ხომ?! რა თქმა უნდა, ცუდი და უმძიმესია ის, რაც უკრაინაში ხდება – ის შედეგები, რაც ამ ომმა მოიტანა. მაგას ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვინდა ომი და მეორე ფრონტი, რომელზეც მოწოდებები კეთდებოდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, ვინ არიან? ვისი დაფინანსებულია? ვის „მესიჯებს“ აღჟერებდნენ? ხალხს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რა არის ერთ მხარეს და რა არის მეორე მხარეს, რათა არჩევანის გაკეთება მარტივი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, რამდენიმე ტელევიზიის მიერ მმართველი გუნდის საარჩევნო ვიდეორგოლის გაშვებაზე უარის თქმას სამართლებრივი და დასაბუთებული არგუმენტი სჭირდება.

„საარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტულ ვიდეორგოლს რომ არ უშვებს ტელევიზია, ამას საფუძვლები სჭირდება. სჭირდება კონკრეტული არგუმენტები და არა ევროკავშირის ელჩის გამოსვლა და განცხადება, რომ უიმე, რა ცუდია, მე არ მომწონსო. ეს არის სწორი დამოკიდებულება? რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ გეუბნებით, მონობას დაანებეთ თავი და იყავით ღირსეულები. ზოგად კონტექსტში ვამბობ – მონობა კატეგორიულად მიუღებელია. ქართველები ვართ, ამაყები ვართ და ვიღაცამ რაღაც გვიბრძანოს, არაა სწორი. ამ ყველაფერს სჭირდება სამართლებრივი და იურიდიული არგუმენტები, რომელიც არ არსებობს. ჩვენ რაღაცას ხომ არ ვიგონებთ?! კონკრეტულ ფაქტებზეა გამახვილებული ყურადღება, რომ არ გვინდა ის მდგომარეობა მივიღოთ, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. იმიტომ, რომ ვიცით რა შედეგები მოაქვს ომს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებსა და სურვილებზე ამახვილებს ყურადღებას.

„გაიხსენეთ 2008 წელი. გახსოვთ ვინმე დასანქცირებული? დავკარგეთ ტერიტორიები, რომელიც რუსეთის მიერაა დღეს ოკუპირებული. ხომ არის ეს მოცემულობა?! ვინმე დასანქცირდა? დღეს კი ჩვენ გვემუქრებიან სანქციებით, რატომ არ იწყებთ ომს რუსეთთანო. წარმოიდგინეთ რა მოცემულობაა და რა აბსურდში ვართ. ევროკავშირის ელჩის განწყობებზე – რა მოსწონს და რა არა, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ქართველმა ხალხმა და საქართველოს ინტერესებმა არ უნდა იაროს. რა მოეწონება ევროკავშირის ელჩის ან სხვა ნებისმიერი ქვეყნის ელჩს, მაგაზე უნდა ვიაროთ? ეს ხომ წარმოუდგენელია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, თუ რა სურს, რა მოსწონს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე – მოსწონს თუ არა ქართველ ამომრჩეველს მმართველი გუნდის საარჩევნო ბანერები, თბილისის მერი პასუხობს, რომ მოსახლეობას არ სურს ის შედეგები იხილოს, რაც ომმა უკრაინას მოუტანა.

„მოსაწონი აქ არაფერია. აქ უბრალოდ საუბარია იმ სამწუხარო რეალობაზე, რომლის სურვილი აქვთ, ჩვენს სამშობლოშიც ანალოგიური მოხდეს. ამას ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვინდა ამ უბედურებაში, კატასტროფაში შესვლა. ამ ყველაფერს მოაქვს ტერიტორიების დაკარგვა, სოფლების, ქალაქების განადგურება, ინფრასტრუქტურის მოსპობა, მშვიდობიანი მოსახლეობის, გმირი ჯარისკაცების განადგურება. ხომ ვიცით, რომ ომი არის უბედურების მომტანი?! არ გვინდა ეს ყველაფერი. მშვიდობა გვინდა, განვითარება, წინსწვლა, ევროპული მომავალი, ევროკავშირი გვინდა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ დაგვაჩოქოს, დაგვამონოს, თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განცხადების განწყობებზე, თუ რა მოეწონება და რა არა. არ არის ეს დამოკიდებულება სწორი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა. მე მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც ევროკავშირის ელჩი საუბრობს – კახა კალაძე
Öncəki yazı
როგორ შევამოწმოთ, შესულია თუ არა ვინმე ჩვენ Facebook-ზე