ევაკუაცია თბილისის სკოლებში – სასწავლო პროცესი დღეს რამდენიმე სკოლაში შეწყდა. ევაკუაციაა ევროპულ სკოლასა და ქართულ – უკრაინულ სასწავლო დაწესებულებაში.
ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შევიდა ინფორმაცია, მეორე ვერსიით კი შენობებში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც ადმინისტრაციებმა საგაკვეთილო პროცესიდან ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.