Another advertisement
დღეს, აზერბაიჯანში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში, ეგზიტპოლების მიხედვით, ილხამ ალიევი ლიდერობს. ამერიკული კომპანია Oracle Advisory Group-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტს ამომრჩეველთა ხმების 93,9% აქვს მიღებული.
აზერბაიჯანში ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებს Oracle Advisory Group-ის წარმომადგენელი ჯორჯ ბირნბაუმი დემოკრატიის გამარჯვებად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ თავად ილხამ ალიევმა თავისი არჩევანი ყარაბაღის რეგიონში გააკეთა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა.