ვარჯიში ხელს უწყობს ტვინის იმ უბნების ზომის გაზრდას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებასა და სწავლაზე, ხოლო დღეში ოთხი ათასი ნაბიჯი ამცირებს დემენციის განვითარების ალბათობას. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები – მათ კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს სამედიცინო ჟურნალში Journal of Alzheimer’s Disease (JAD).
ექსპერტებმა გამოიკვლიეს 10 ათასი ადამიანის ტვინის MRI და შენიშნეს, რომ მუდმივი ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია ნაცრისფერი ნივთიერების, თეთრი ნივთიერების და ჰიპოკამპის შემცველობასთან. პირველი პასუხისმგებელია ინფორმაციის დამუშავებაზე, მეორე აკავშირებს ტვინის სხვადასხვა ნაწილს და უკანასკნელი მნიშვნელოვანია მეხსიერების ფორმირებისთვის.
„აქტივობის ზომიერი დონეც კი, როგორიცაა დღეში ოთხ ათასზე ნაკლები ნაბიჯი, დადებითად მოქმედებს ტვინის ჯანმრთელობაზე. ეს ბევრად ნაკლებია რეკომენდებულ 10000 ნაბიჯზე, რაც დემენციის განვითარების რისკს კიდევ უფრო ამცირებს“ – ვკითხულობთ ნაშრომში.