This is a specific ad

დღეს ბუბა კიკაბიძის დაბადების დღეა

16

Another advertisement

დღეს, 19 ივლისს ლეგენდარული ქართველი მომღერლის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაბადების დღეა.მომღერალს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2023 წლის 15 იანვარს გარდაიცვალა. აქვე შეგახსენებთ იმას, რომ კიკაბიძემ შექმნა არაერთი დაუვიწყარი კინო როლი, რომლებიც დღემდე არ კარგავენ აქტუალობას, გარდა ამის, კიკაბიძე ასობით სიმღერის შემსრულებელი და მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელია.

2008 წლის აგვისტოს ომამდე (რუსეთ-საქართველოს), ის აქტიურად მოღვაწეობდა რუსეთში, თუმცა აღნიშნული მოვლენების შემდგომ, მან უარი თქვა ყველა რუსულ ჯილდოზე, გასტროლზე, მიწვევაზე და დაბრუნდა საქართველოში. ბოლო პერიოდში ის აქტიურად იყო ჩართული, უკრაინელი ხალხის დასახმარებელ ღონისძიებებში, მან საკუთარი ხელფასით, რომელიც როგორც პარლამენტარს, ისე ერიცხებოდა, ომში მყოფ ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcüstan sərhədini ən çox bu ölkə vətəndaşları keçib
Öncəki yazı
რეგულაციების ეფექტი – საქართველოში ფქვილის იმპორტი ფაქტობრივად განახევრდა