დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში ჩვენი 4 თანამოქალაქე იმყოფება – ახლო მომავალში გვექნება საშუალება, ოჯახებს ვამცნოთ გარკვეული პოზიტიური ამბავი” – ირაკლი ანთაძე

104

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში ჩვე­ნი 4 თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა – დე­ტა­ლებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ ახლო მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ოჯა­ხებს ვამ­ცნოთ გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბა­ვი მათ ბედ­თან და­კავ­ში­რე­ბით , – ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი ან­თა­ძემ ერგნეთ­ში ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. ან­თა­ძის თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი იყო. “ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცია არის ჩვე­ნი დღის წეს­რი­გის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პუნ­ქტი. თი­თო­ე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტი გან­ვი­ხი­ლეთ. კი­დევ ერთხელ და­ფიქ­სირ­და აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტი და მი­უ­ღებ­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან, ეს პრო­ცე­სი ლა­ხავს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს და ყო­ველ­დღი­უ­რი რის­კის ქვე­შაა მათი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა. ოპო­ნენ­ტე­ბის პო­ზი­ცია ცნო­ბი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ძი­რე­უ­ლი პროგ­რე­სი უკა­ნო­ნო ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა. ამის მი­უ­ხე­და­ვად ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნაგ­რძობს აქ­ტი­ურ ძა­ლის­ხმე­ვას, რათა ეს პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად არ­თუ­ლებს სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფას, იქ­ნას შე­ჩე­რე­ბუ­ლი და შე­იც­ვა­ლოს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად გა­ა­ად­ვი­ლებს მათ ცხოვ­რე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ მათი მთა­ვა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­გა­ნი კვლავ გახ­ლავთ ჩორ­ჩა­ნას­თან მდე­ბა­რე სტან­დარ­ტუ­ლი სა­პო­ლი­ციო სა­გუ­შა­გო, თუმ­ცა ვე­რა­ნა­ი­რი მყა­რი არ­გუ­მენ­ტი თუ რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს სა­გუ­შა­გო მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ვერ იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მათი პო­ზი­ცია არის უც­ვლე­ლი და ასე­ვე, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­აც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე უც­ვლე­ლია, ვი­ნა­ი­დან, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გუ­შა­გო მდე­ბა­რე­ობს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ან­თი­ძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Küçə ticarətinin yığışdırılması üçün Marneuli bazarın ətraf ərazisi icarəyə veriləcək
Öncəki yazı
iPhone 15 Gürcüstanda bu tarixdə satışa çıxarılacaq