შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან გამართული საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მისი „საუკეთესო დებატები“ იყო.
„მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ. ვამბობ სიმართლეს და ვკარგავ ან ვიღებ ხმებს. ეს არ მადარდებს, მაგრამ ეს იყო ჩემი საუკეთესო დებატები, ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო. ვფიქრობ, ის ძალიან სუსტი იყო საგარეო პოლიტიკაში. ის ძალიან სუსტი იყო საზღვრის საკითხებში და მე ძალიან კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები შედგა. დებატები „ეიბისის“ ეთერში გადაიცემოდა და ის 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. საპრეზიდენტო კანდიდატებმა საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის მიგრაციაზე, აშშ-ის შიდაპოლიტიკური ვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე ომებზე.