Another advertisement
დმანისში 16 წლის მოზარდმა ბიჭი მოკლა. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში მკვლელობა მოხდა.
16 წლის ბიჭმა კონფლიქტის ნიადაგზე 18 წლის მოზარდი დანით დაჭრა.
შემთხვევა დღეს, საღამოს მოხდა. არასრულწლოვნის მიერ გულში დაჭრილი მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.