WHO: დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, შესაძლოა კიბო გამოიწვიოს! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ გამოაცხადა, რომ ხელოვნურმა დამატკბობელმა, ასპარტამმა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დიეტურ სასმელებში და დაბალკალორიულ (ძირითადად ულტრაპროცესირებულ) საკვებში, შესაძლოა კიბო გამოიწვიოს.
ასპარტამი ათწლეულების განმავლობაში სავარაუდოდ მრავალ დაავადებასთან დაკავშირებული სადავო ინგრედიენტია.ის გვხვდება 6000-ზე მეტ პროდუქტში, მათ შორის საკვებსა და სასმელში, ხველის საწინააღმდეგო სიროფში, კბილის პასტაში და ხელოვნურად დამტკბარი გამაგრილებელი სასმელების დაახლოებით 95%-ში (PMID: 33451265).ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლები აზიანებენ ნაწლავის მიკრობიომს, ზრდიან სხეულის გაცხიმოვნებას, არღვევენ მადის და დანაყრების სიგნალებს და ზრდიან სისხლში გლუკოზის დონესის ადამიანები, ვინც დიდი რაოდენობით დიეტურ კოლას, პეპსის და სხვა დიეტურ სასმელებს მოიხმარენ, სასურველია გადავიდნენ წყლის ან დამატკბობელის გარეშე, სხვა სახის სასმელების მოხმარებაზე.” – წერს ექიმი