Another advertisement
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.”დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს”, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.