This is a specific ad

დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია უკრაინას საზღვაო ძალების გაძლიერებაში დაეხმარება

53

Another advertisement

დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია „ზღვის პოტენციალის კოალიციას“ სათავეში ჩაუდგნენ. მისი მიზანი ზღვაზე უკრაინის გაძლიერებაა. საწყის ეტაპზე უკრაინას ორ გამნაღმველ ხომალდს, Sandown-ს გადასცემენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კოალიციის მიზანია კიევისთვის ისეთი ხომალდების და სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა, რომელიც ზღვაზე მის პოტენციალს გააძლიერებს. ასევე ეს ქვეყნები შესაბამის პერსონალსაც მოამზადებენ.

„პუტინის მიერ დაწესებული შავი ზღვის ბლოკადა უკრაინის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ამის გამო უკრაინას თავისი პროდუქცია ექსპორტზე დიდი ოდენობით ვერ გააქვს. თუ უკრაინას რუსულ ძალებთან, კერძოდ კი საზღვაო ნაღმებთან ბრძოლის საშუალებები ექნება, ეს უკრაინის საზღაო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის“ – წერს ბრიტანეთის მთავრობა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 4,6 მლრდ. გირვანქა სტერლინგის, (5,4 მლრდ ევრო) დახმარება აღმოუჩინა. ასევე დიდ ბრიტანეთში 2014 წლის შემდეგ მომზადება გაიარა 52 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ. 

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Qastritin əsas SƏBƏBLƏRİ
Öncəki yazı
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს