This is a specific ad

დიდთოვლობა კახეთში – თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ნაწილობრივ გაჩერდა, ასევე შეზღუდვებია გომბორზე

56

Another advertisement

დიდთოვლობის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ნაწილობრივ გაჩერდა, გომბორის უღლტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტი მოძრაობს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განმარტებით, რეგიონში ყველა სამსახური მობილიზებულია.

“რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა. რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში და თელავში გვაქვს ნალექი თოვლის სახით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე, თოვლი არ მოსულა.

რაც შეეხება, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას, გადაადგილება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის”-განაცხადა ალადაშვილმა.თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი ორი მიმართულებით ჯერ კიდევ არ გადაადგილდება, დათოვლილი ქუჩები იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. ამ დროისათვის, ახმეტასა და თელავში, ინტენსიური თოვა გრძელდება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ნინოწმინდის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Öncəki yazı
Güclü külək və daşqınlar Sameqrelo-Zemo Svanetidə problemlər yaradıb