This is a specific ad

დაშტაფაში გადირ ხუმის დღესასწაული აღინიშნა

61

Another advertisement

26 ივნისს სოფელ დაშტაფის იმამ ზამანის მეჩეთში საზეიმოდ, გადირ ხუმის დღესასწაული გაიმართა. კრება, რომელიც წმინდა ყურანის გახსნით დაიწყო, რელიგიური ლიდერების გამოსვლებითა და ღვთაებრივი მუსიკის დაკვრით გაგრძელდა. კრება სადღესასწაულო ფეიერვერკითა და სადღესასწაულო ტრაპეზით დასრულდა.

გადირ ხუმის დღესასწაული, მუსლიმურ სამყაროში, შიიტური მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად მოიაზრება. მათი რწმენით, სწორედ ამ დღეს, ჰიჯრის (გადასახლება) მეათე წელს, მოციქულმა მუჰამადმა, ალაჰის ბრძანებით, გამოაცხადა იმამი ალი იბნ აბუ ტალიბი, თავის მემკვიდრედ, ლიდერად, რაც მოხდა ღადის ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის). ამაზე საუბარია ერთ-ერთ გადმოცემაში: „ვისთვისაც მე ვარ მბრძანებელი, ალიც მათთვის მბრძანებელია“.

Kateqoriya: Din
Sonrakı yazı
Ceyhun Bayramov Kobaxidze ilə strateji sahələrdə əməkdaşlığın genişləndirilməsini müzakirə edib
Öncəki yazı
İyunun 26-sında Daştəpə İmam Zaman məscidində təntənəli Qədir Xum bayramı keçirildi