… საქართველოს ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული მხარეა იმ თვალსაზრისითაც, რომ უდიდესმა ქარტეხილებმა მასზე გადაიარა, მათ შორის მესხეთზე ოსმალეთის თითქმის ოთხსაუკუნოვანმა ბატონობამ. ადგილობრივი მოსახლეობა ამ განსაცდელებისაგან თავის დახსნას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა, რამაც საინტერესო ნაგებობების აშენებას დაუდო საფუძველი.დარანი – მიწისქვეშა ნაგებობა, გავრცელებული იყო შუა საუკუნეების საქართველოში. ეს არის “კლდეში, ანუ მიწის ქვეშ შესასვლელი.ერთი შტო აუცილებლად წყალთან არის დაკავშირებული, დანარჩენები, რომელთა სიგრძე ზოგჯერ ასობით კმ-ს აღწევს, ციხესიმაგრეებთან, მეზობელ სოფლებთან, ტყესთან ან გზებთანაა შეერთებული. ეს იმიტომ, რომ იქ მყოფ მოსახლეობისთვის საკვები, წყალი, სხვადასხვა რამ ხელმისაწვდომი ყოფილიყო.. ყველაფერი იმგვარად იყო გათვლილი, რომ გამოსასვლელი გამოდიოდა ხეობებში, უფრო მეტად დაცულ ნაწილებში, გამოსასვლელებიც და შესასვლელებიც გასაიდუმლოებული იყო ადგილობრივ მოსახლეობაშიგარდა ამისა, ტურისტული თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია მათი რეაბილიტაცია და გამოყენება.
-