Another advertisement
კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის, სოხუმის აეროპორტის, რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი რუსეთის, კერძოდ, გასაიდუმლოებული “რუსი ინვესტორის” კომპანიის საკუთრებაში გადადის.