This is a specific ad

დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თეთრიწყაროში აგრძელებს

55

Another advertisement

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: კოდის, მუხათის, დევნილთა და ფაბრიკის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პროექტები და მოისმინეს ადგილზე არსებული გამოწვევები. დავით შერაზადიშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.

„ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით ომის შედეგები და ამიტომ ვირჩევთ მშვიდობას.“ – ამ სიტყვებით მიმართა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მადონა ოქროპირიძემ, რომელიც გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული.

„2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.
ამ ადამიანებთან საუბარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ამიტომ მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი!“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ , საქართველოსპარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე.

Kateqoriya: Cəmiyyət, Siyasət
Sonrakı yazı
18 Sentyabr tarixinə olan valyuta məzənnəsi açıqlandı
Öncəki yazı
Davit Şerazadişvili seçkiqabağı kampaniya çərçivəsində görüşlərini Tetritskaroda davam etdirir