ათიდან რვა ადამიანი ერთხელ მაინც შეუწუხებია წელის მწვავე ტკივილს, რომელიც რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის, ათიდან ოთხი კი ქრონიკულ ტკივილს უჩივის. უმეტესად არ არის საშიში და არც სპეციფიკურ გამოკვლევას და მკურნალობას მოითხოვს, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით – ხანგრძლივი მიმდინარეობისას, ის დაავადების სიმპტომია და სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა წელის მალათაშუა დისკის თიაქარია” – აღნიშნავს ნევროლოგი გვანცა გიორგაძე. რადგანაც ხერხემლის სახსრებში და მალთშორის დისკებში განვითარებული ცვლილებების საწყისი მიზეზი არის ხერხემლის პირველი მალის – ატლასის არასწორი მდებარეობა, რაც შემდგომში იწვევს ხერხემლის სვეტის გამრუდებას, მალთაშორის დისკების, სახსრების დაზიანებას და უუკვე აღნიშნული დაავადებების ჩამოყალიბებას. ამიტომ ხშირ შემთხვვაში მკურნალობას შედეგი არ მოაქვს, თუ არ აღმოიფხვრა საწყისი მიზეზი. ატლასთერაპიის შემდეგ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში ხდება სიმეტრიის და ბალანსის აღდგენა, შესაბამისად იწყება თვითრეაბილიტაციის პროცესი, რაც დადებით შედეგს გვაძლევს. საჭიროებისამებრ ინიშნება გამაჯანსაღებელი მასაჟი, ვარჯიში და ბიომარეგულირებელი პრეპარატები”
-