This is a specific ad

გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ

54

Another advertisement

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთოი მატჩთან დაკავშირებით, დღეს, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ეკრანი განთავსდება, სადაც გულშემატკივრები თამაშისთვის თვალყურის დევნებას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ.

წინა თამაშთან შედარებით, მატჩს ოთხჯერ დიდ ეკრანზე უჩვენებენ, გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამონტაჟდა დამატებით ეკრანები.

ადგილზე ასევე განთავსდა კვების ობიექტები, გათვალისწინებულია თემატური ატრაქციონებიბავშვებისთვისაც. თამაშის დაწყებამდე, გულშემატკივრების განწყობაზე ქართველი არტისტები იზრუნებენ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ “დინამო არენაზე” დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს.

Kateqoriya: İdman
Sonrakı yazı
19 წლის ქართველმა ათენის სკოლაში მოსწავლე ჩაქუჩით სცემა და დირექტორი დანით დაჭრა
Öncəki yazı
საბერძნეთის პოლიცია ავტობუსის ორ ქართველ მძღოლს ეძებს