This is a specific ad

გთავაზობთ ქართული ტრადიციულ,უგერმიელეს ხორციან სვანურ ხაჭაპურს კუბდარს

52

Another advertisement

საქართველო მდიდარია თავისი კულტურით , ესენია ქართლი , კახეთი ,იმერეთი ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი , ერთერთი , რომელიც გამოირჩევა და მათი ტრადიციული კერძი უნდა გაგანდოთ ეს არის სვანეთი და სვანური დრადიციული კერძიასე ვთქვათ კუბდარიიი!

კუბდარი, ხაჭაპური ისეა ოღონდ განსხვავება ისაა ხაჭაპური მზადდება ყველით და კუბდარი ხორცით და სუნელებით.

ცომი

ფქვილი
მარილი – 0.5 ჩკ
საფუარი – 1 სკ
თბილი წყალი – 1.2 ლ
ინგრედიენტები

მარილი და წიწაკა
ხმელი სუნელები (ქინძი, კამა, უცხო სუნელი, გიცრული/ძირა) – 2 სკ
ნიორი – 3 კბილი
ხახვი – 1 ც
ახალგაზრდა საქონლის ან ღორის ზომიერად ცხიმიანი ხორცი (ან შერეული 50/50) – 1.5 კგ
ტაბულა
მომზადების წესი
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მოვზილოთ ცომი, მაგრამ უფრო მაგარი, ვიდრე ხაჭაპურის შემთხვევაში. ცომში ასევე შეიძლება კარაქის ან მარგარინის შეზელა (50 გ). დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. ამასობაში ხორცი დავკეპოთ თანაბარი, საშუალო ზომის ნაჭრებად (თუ ხორცი ახალგაზრდა და რბილი არ არის, უმჯობესია ხის ჩაქუჩით დავბეგვოთ),დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სუნელები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სუნელებით შეზავებისას: 4 სუნელიდან ყველაზე დიდი რაოდენობით აიღეთ ხმელი ქინძი, საშუალო რაოდენობით – უცხო სუნელი და შედარებით მცირე-მცირე რაოდენობით – კამა და გიცრული (გიცრული სვანეთში იზრდება და თითქმის იგივეა, რაც ძირა, ამიტომ შეგიძლიათ თამამად ჩაანაცვლოთ.) ჯამში სუნელებმა უნდა შეადგინოს დაახლ. 2 სუფრის კოვზი. ბოლოს ვამატებთ მარილს და წითელ წიწაკას გემოვნებით და ხელით ვურევთ კარგა ხანს, რომ ხორცს სუნელები გაუჯდეს და გაიჟღინთოს

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
Öncəki yazı
მარნეულში BMW კომბაინს შეეჯახა