This is a specific ad

გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა, ასევე შემცირდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა – ირაკლი კობახიძე

36

Another advertisement

გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემცირდება სიღარიბე და 2028 წელისთვის მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა.

„რაც შეეხება უმუშევრობას, აქაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში და ამისათვისაც კონკრეტული გეგმა არსებობს. სიღარიბეს რაც შეეხება, მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 440 ათასამდე. ჩვენი გეგმის მიხედვით, მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წელისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად, 6000 დევნილი ოჯახი მიმდინარე პროექტების საფუძველზე დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი – პრემიერი