This is a specific ad

გვარდიელებმა თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

46

Another advertisement

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა. ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროებმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

„სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ.

სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი – საქართველო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
DİQQƏT! – 2013-cü ildə istehsal edilmiş avtomobillər barədə YENİ QƏRAR
Öncəki yazı
დღეს 28 დეკემბერს საახალწლო კვირეულის ფარგლებში თამარისში კონცერტი გაიმართება