კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაცია და იმედი მაქვს მომავალ შაბათ-კვირას ევროპული საბჭო მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ – განაცხადა.
ფიშერის თქმით, საქართველოსთვის ევროპული საბჭოსგან კანდიდატის სტატუსის მინიჭება ბევრ საკითხზე და ქვეყანაზეა დამოკიდებული, მაგრამ გერმანიის პასუხი ცალსახად იქნება „დიახ“.
„შემდეგ იწყება ძალიან ხანგრძლივი პროცესი მოლაპარაკებებისა ევროკავშირთან. არსებობს ძალიან ბევრი სამართლებრივი ნორმა, რაც უნდა დანერგოს საქართველომ, მაგრამ კანდიდატის სტატუსი არის ცალსახა სიგნალი ეკონომიკური აქტიორების მიმართ, რათა საქართველომ მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის ბაზარზე, ძალიან ფუნქციონირებად ბაზარზე და ეკონომიკურმა აქტიორებმა ფუნდამენტურად გააძლიერონ თანამშრომლობა საქართველოსთან. არის ძალიან დიდი სხვაობა და მნიშვნელობა ხარ თუ არა კანდიდატი, მიილტვი თუ არა წევრობისკენ ევროკავშირში. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს რათა 15 დეკემბერს საქართველომ მიიღოს ევროპული საბჭოსგან კანდიდატის სტატუსი. ბევრი საკითხი არსებობს, ბევრ ქვეყანაზეა დამოკიდებული, თუმცა გერმანიის პასუხი იქნება ცალსახა, ეს იქნება „დიახ“, – განაცხადა ერნსტ პეტერ ფიშერმა.