გერმანიიდან დეპორტირებულ მოქალაქეებს შორის ყველაზე მეტი ქართველია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებული იქნა 7861 ადამიანი, რაც დაახლოებით 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ყველაზე ხშირად დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები. გამოოცმემის ცნობით, დეპორტაციის 500-ზე მეტი მცდელობა ჩაიშალა დეპორტირებულთა წინააღმდეგობისა და ავიახაზების უარის გამო. გერმანიის ხელისუფლების მონაცემებით, 30 ივნისის მდგომარეობით, გერმანიაში იმყოფება 279 098 ადამიანი, რომელიც ექვემდებარება დეპორტაციას, მაგრამ მათგან თითქმის 225 000-ს აქვს გადავადების უფლება.
-