This is a specific ad

გერმანია რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევის კატეგორიული წინააღმდეგია

53

Another advertisement

გერმანია რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევის კატეგორიული წინააღმდეგია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, “გერმანია შიშობს, რომ თანხების ჩამორთმევა და არა გაყინვა შეიძლება, გახდეს პრეცედენტი და გამოიწვიოს ახალი სარჩელები ბერლინის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დანაშაულებებისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინმა კომპენსაცია გადაუხადა მოკავშირე ძალებს და მაშინდელ საბჭოთა კავშირს.”

ებრაული ორგანიზაციების ცნობით, გერმანიამ 90 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა „ჰოლოკოსტის“ შედეგად გადარჩენილებს და მათ ოჯახებს 1952 წლიდან. ცოტახნისწინ კი გაჩნდა განახლებული მოწოდებები შემდგომი რეპარაციების შესახებ, კერძდ 2022 წლიდან პოლონეთმა ბერლინისგან 1.3 ტრილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა, ხოლო საბერძნეთმა 2019 წლიდან 300 მილიარდ დოლარზე მეტი მოითხოვა.

იტალიის სასამართლოებმა ბოლო წლებში დააკისრეს რესტიტუციის გადახდა ოკუპაციის მსხვერპლთა ოჯახებისთვის, რის შემდეგაც ზოგიერთმა იტალიურმა სასამართლომ სცადა გერმანიის სახელმწიფო აქტივების კონფისკაცია, მათ შორის იტალიაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც გერმანულ სკოლებს, კულტურულ, ისტორიულ და არქეოლოგიურ დაწესებულებებს ეუთვნის.

გერმანიის მტიცებით რუსული აქტივები ხელუხლებელი უნდა დარჩეს, რათა ისინი გამოიყენონ როგორც ბერკეტი ომის დასრულების მოლაპარაკებებში და აიძულონ რუსეთი დათმოს მის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ნაწილი. ანალიტიკური ცენტრის „პისმის“ ხელმძღვანელმა, სლავომირ დებსკის განცხადებით, ბერლინის მხრიდან უარის კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ისიც რომ, გერმანია იცავს თავის იმ კომპანიებს შურისძიებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ იქ მუშაობენ. ჯგუფი „დატოვე რუსეთი“, რომელიც მხარს უჭერს დასავლური კომპანიების რუსეთის ბაზრიდან გასვლას, ამბობს, რომ რუსეთში ჯერ კიდევ 272 გერმანული კომპანია მუშაობს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcüstan azərbaycanlısı gənc bodibildinq üzrə Gürcüstan çempionatında II yeri tutub
Öncəki yazı
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო