ექსპერტები გვირჩევენ, არ შეინახოთ წყლის ბოთლი მანქანაში, რადგან ტემპერატურის მატებასთან ერთად, პლასტმასის ქიმიკატები ჩაედინება წყალში, რაც მის მოხმარებას სახიფათოს ხდის.
გარდა ამისა, პლასტმასის ბოთლებს შეუძლიათ იმოქმედონ როგორც მინა მზის შუქზე და პოტენციურად გამოიწვიონ მანქანაში ხანძარი.
სიცხეში, არ უნდა დატოვოთ წამლები მანქანაში. განსაკუთრებით ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა პარაცეტამოლი, ხველის სამკურნალო საშუალებები და სხვა ტკივილგამაყუჩებლები. მათ აქვთ მაქსიმალური ტემპერატურა, რომლის დროსაც მედიკამენტი ეფექტურობას კარგავს და უვარგისი ხდება.
„თუ ტკივილგამაყუჩებლების შეფუთვას დატოვებთ ცხელ მანქანაში, ისინი შეიძლება გახდეს ნაკლებად ეფექტური ან სრულიად უსარგებლო, ან უარესი, საშიში. კომერციული ტკივილგამაყუჩებლებისა და მედიკამენტების უმეტესობა შეფასებულია მხოლოდ 25°C-მდე ტემპერატურაზე“,- დასძენს ექსპერტი.
და ბოლოს, არ შეინახოთ მზისგან დამცავი საშუალება, რადგან ის შეიძლება გაფუჭდეს ბოთლის შიგნით და აფეთქდეს სიცხეში წნევის გამო.