სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა. “სტატისტიკური მონაცემები, რასაც სახალხო დამცველი ყოველწლიურად ითხოვს, შემიძლია მოგახსენოთ. მაგალითად, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით 815 არასრულწლოვანი ორსული იყო, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს როგორი მასშტაბურია. როცა ადრეულ ასაკში ქორწინება ხდება, გოგონები განათლების მიღებას წყვეტენ. სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს 47-მა გოგომ ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა“, – აცხადებს რუსეცკი.მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობაა.
-