This is a specific ad

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი

51

Another advertisement
გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების და მოსალოდნელი სტიქიის შესახებ აფრთხილებს.  მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. სააგენტოსავე მონაცემებზე დაყრდნობით საფრთხის მაჩვენებელი საშუალო დონისაა.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Spiker: Gürcüstanda qeyri-şəffaf pul xərcləyən Avropa və Amerika fondları var
Öncəki yazı
Fon der Lyayenin partiyası Avropa Parlamentinə seçkidə birinci oldu