მთელი მსოფლიო – ქართულ ზეთისხილში ისეთი ახალი არომატები იპოვეს, მანამდე არცერთ ქვეყანას რომ არ ჰქონია,“საქართველოში პირველი ნერგები თურქეთიდან შემოვიტანეთ, ახლა უკვე ესპანეთიდანაც, მაროკოდან შემოგვაქვს, ასევე ვაწარმოებთ ადგილობრივ ნერგებსაც. გარდა ამისა, აღდგომის პერიოდში ჩავედით გეთსამანიის ბაღში (სადაც მახარობლების თხრობის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმის წინანდელი ღამე გაატარა) და იქიდან წამოვიღეთ მრავალსაუკუნოვანი ხეების ნერგები, ასევე გვაქვს ათონის ივერთა მონასტრიდან ჩამოტანილი ნერგები, რომლებსაც ვზრდით და გამოგვყავს ჩვენ სანერგე მეურნეობაშირაც შეეხება საქართველოს რეგიონებს და კლიმატს, ზეთისხილის ნერგები კარგად ხარობს იმერეთშიც, ქართლშიც, კახეთში განსაკუთრებით. უხდება მშრალი კლიმატი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ რეგიონებს შორის მოყვანილი ზეთისხილიც განსხვავდება გემოვნებით, სხვადასხვა ადგილში გაზრდილ ზეთისხილის ზეთსაც სხვადასხვა გემოვნური თვისებები აქვს. ყვავილობის დროს იმ ყვავილების, მცენარეების, არომატს იღებს და ამითი გავაკვირვეთ მთელი მსოფლიოც – ისეთი ახალი არომატები იპოვეს ქართულ ზეთისხილში, მანამდე არცერთ ქვეყანას რომ არ ჰქონია,“-
-