This is a specific ad

ბიძინა ივანიშვილმა ზოსიმეს ხელნაწერი იყიდა და მას ეროვნულ მუზეუმს გადსცემს

65

Another advertisement

:ბიძინა ივანიშვილმა, ლონდონში თბილის დროით 17:00 საათზე გამართულ კრისტის აუქციონზე, 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი 1 250 000 გირვანქა სტერლინგად შეისყიდა და მას საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი გრძელიშვილი ავრცელებს.

წიგნი სინას მთაზე ინახებოდა, შემდეგ კერძო კოლექციონერის ხელში ააღმოჩნდა, რის შემდეგაც აუქციონზე იქნა გატანილი. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა და რომელიც შედგენილია წმინდა მიწაზე დაფუძნებული ცოცხალი ტრადიციის ფარგლებში.

 

ფაქტს საქარტველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წერილით გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ამ უდიდესი ქველმოქმედებისთვის, რაც სამშობლოსთვის და ეკლესიისთვის გაიღო.

წერილში ნათქვამია – “დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის  ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა.

ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ.”

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება
Öncəki yazı
განათლების სისტემაში ცვლილებებია – ნახეთ რა რეფორმებია დაანონსებული