This is a specific ad

ბერლინის კონფერენციაში, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

54

Another advertisement

ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმის მიწვევით, ბერლინის კონფერენციაში, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების დელეგაციებმა ახალი საერთო პლატფორმის „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიური ქალაქები“ პრეზენტაცია წარადგინეს.

ამასთან, გამართეს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საფესტივალო ქალაქების მერებთან და დელეგატებთან. ერთობლივი პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. ასევე, კულტურული, ტურისტული და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებას, გრანტების მოზიდვას და ევროპის საფესტივალო ქალაქებთან თანამშრომლობას.

ბერლინის კონფერენციაზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ: მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, საკრებულოს წევრი: ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბესიკ გელენიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი, მარნეულის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები. ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი და საგარეჯოს მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.აღსანიშნავია, რომ დელეგაციების წარმომადგენლები კონფერენციის ფარგლებში, ევრო პარლამენტის თავმჯდომარის რობერტა მეცოლას სიტყვით გამოსვლას დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და საგარეჯო, 2023 წლის მაისიდან შეუერთდნენ ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას, რომლის წევრებიც არიან ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბელგრადი, ედინბურგი, კრაკოვი, ლუბლიანა, ჟირონა და სხვა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა
Öncəki yazı
Berlin konfransında Marneuli və Saqareco bələdiyyəsinin nümayəndələri iştirak ediblər