This is a specific ad

ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს – ეკონომიკის სამინისტრო

14

Another advertisement

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს – ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ, – ამ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკეთებს. 

„შესაბამისად,  ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას.

საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 691,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან:

  • რუმინეთი – 162 ათასი ტონა – 14,8%;
  • ბულგარეთი – 82,1 ათასი ტონა – 7,5%;  
  • აზერბაიჯანი – 69,4 ათასი ტონა – 6,4%;  
  • ბელორუსი – 25 ათასი ტონა – 2,3%;  
  • თურქმენეთი – 24 ათასი ტონა – 2,2%;
  • საბერძნეთი – 20,6 ათასი ტონა – 1,9%;
  • თურქეთი – 12 ათასი ტონა – 1,1%;
  • არაბთა გაერთ.ემ. – 2,2 ათასი ტონა – 0,2%;
  • ვირჯინიის კ-ბი – 2,2 ათასი ტონა – 0,2%;
  • უკრაინა – 1,3 ათასი ტონა – 0,1%;
  • ჰონკონგი – 0,1 ათასი ტონა – 0,01%;
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
კაკალის თვისებები
Öncəki yazı
 გადაჭარბებულ ხმაურზე ხვალიდან ჯარიმები იზრდება