This is a specific ad

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს ჩატარდება

21

Another advertisement

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს ჩატარდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი დადგენილება ბელარუსის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე მიიღეს.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იგორ კარპენკომ განაცხადა, რომ ცესკო მზად არის საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.

ცნობისთვის, ბელარუსის წინა საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის აგვისტოში გაიმართა. აღნიშნულ არჩევნებში ცესკოს მიერ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოცხადებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რა დროსაც დააკავეს ათასობით ადამიანი. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა, მათ შორის სვეტლანა ციხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,6%-მდე გაზარდა
Öncəki yazı
ნაქურდალი ნივთებით შევსებული ამანათები – გერმანიაში საქართველოს 12 მოქალაქე დააკავეს