This is a specific ad

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კონსორციუმი შესაძლოა, ნოერვეგიულმა Equinor-მა დატოვოს – კომპანია აზერბაიჯანიდან გადის

16

Another advertisement

ნორვეგიული ენერგეტიკული კომპანია, Equinor აზერბაიჯანში თავისი აქტივების გაყიდვას განიხილავს, რომლის მთლიანი ღირებულებაც, დაახლოებით, მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორის არის 7,27%-იანი წილი, რომელსაც კომპანია კასპიის შელფზე მდებარე აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის ნავთობისა და გაზის საბადოების ჯგუფში ფლობს. ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Equinor-ის აქტივები, ასევე, კასპიის ზღვის შელფის სხვა საბადოებსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენში წილებს მოიცავს. ბთჯ-ში Equinor 8,71%-იანი წილის მფლობელია. სააგენტოს ცნობით, Equinor აზერბაიჯანული აქტივების პოტენციური მყიდველების ინტერესის შესაფასებლად Jefferies Financial Group-თან თანამშრომლობს. Bloomberg დაინტერესებულ მყიდველებს შორის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს (ბთჯ-ში 25%-იანი წილით), ამერიკულ ExxonMobil-სა (2,5%) და იაპონურ Inpex-ს (2,5%) ასახელებს. ამასთან, კონტრაქტის პირობებით, Equinor-ის წილის შეძენაზე უპირატესი უფლება SOCAR-ს აქვს. აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის ნავთობისა და გაზის საბადოების ჯგუფი კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში, ბაქოდან აღმოსავლეთით, 90 კილომეტრში მდებარეობს. ის 1980-იან წლებში გაიხსნა, ხოლო 1994 წლიდან საბადოებს ენერგეტიკული კომპანიების საერთაშორისო კონსორციუმი აზერბაიჯანის მთავრობასთან შეთანხმებით ამუშავებს. აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების მთლიანი მარაგი 900 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობითა და 600 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივი აირით არის შეფასებული. Equinor აზერბაიჯანში 1992 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Priqojinin ölümü ilə əlaqədar hadisəyə Gürcüstan Azərbaycanlıları Konqresinin sədri münasibət bildirdi
Öncəki yazı
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო – რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო?