This is a specific ad

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირება ნახევარ წელიწადში 6.5%-ით გაიზარდა

15

Another advertisement

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირება ნახევარ წელიწადში 6.5%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ანუ იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ, დაახლოებით, 15 025 400 ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის 6 თვის მაჩვენებელზე 6,5%-ით მეტია.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ წინა ანგარიშის მიხედვით, რომელიც პირველ ხუთ თვეს შეეხებოდა, ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ იანვარ-მაისში, დაახლოებით, 12,434 მლნ ტონა შეადგინა.

ამდენად, მაისიდან ივლისამდე არსებულ ერთთვიან პერიოდში ბთჯ-ის მილსადენით, დაახლოებით, 2 591 400 ტონა ნავთობი გადაიქაჩა.

იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის ყველა მაგისტრალური ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ნედლეულის მთლიანი მოცულობიდან ნავთობის 76,5% ბთჯ-ის მილსადენით გადაიქაჩა.

თავის მხრივ, ბთჯ-ის მილსადენით იანვარ-ივნისში გადაზიდულ მთლიან მოცულობაში აზერბაიჯანული ნავთობი 83,7%-ს ანუ, დაახლოებით, 12 570 200 ტონას შეადგენს, რაც, შარშანდელ პირველ ნახევართან შედარებით, 7%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების ნედლეულს, იანვარ-ივნისში ბთჯ-ის მილადენით ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ტრანსპორტირებული სატრანზიტო ნავთობის წილმა მთლიანი მოცულობის 16,3%, ანუ, დაახლოებით, 2 455 200 ათასი ტონა შეადგინა, რაც შარშანდელზე 4%-ით მეტია.2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით მთლიანობაში, დაახლოებით, 29 749 600 ტონა ნავთობი გადაიქაჩა, რაც 2021 წელზე 12,6%-ით მეტია. მათ შორის, დაახლოებით, 5 103 900 ტონა სატრანზიტო ნავთობი იყო, რაც 2021 წელზე 41,8%-ით მეტია.

ამჟამად ბთჯ-ის მილსასდენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი გადაიქაჩება. მილსადენი, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობს ემსახურება.

მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
Öncəki yazı
პოლონეთში ქართველი დააკავეს